The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ შენგელია

ჯუმბერ შენგელია
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1941
გარდაცვ. თარიღი:2013  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოღა, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი; სამშენებლო-საგზაო მანქანების საკავშირო ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს.

1957-1960წწ. მუშაობა სამთო-მომპოვებელ ტრესტ "ტყვარჩელნახშირის" N5 შახტში სხვადასხვა კატეგორიის მუშად; 1961-1968წწ. შრომის დაცვის საკავშირო ს/კ ინსტიტუტში - უფროს ტექნიკოსად, უფროს ინჟინრად, უმცროს მეცნიერ-მუშაკად; წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის კოშკურა ამწეების სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, ამავე ტრესტის დ. მადნეულის მექანიზაციის უბნის უფროსად, ფოთის მექანიზაციის სამმართველოს უფროსად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მცირე მექანიზაციის სამმართველოს უფროსი; ასევე, ხელმძღვანელობდა ხიმინჯების სამუშაოთა სპეციალიზებულ სამმართველოს; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "მრეწვრკინიგზის" გენერალური დირექტორი, გამოთვლითი ცენტრის დირექტორის მოადგილე; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სამმართველოს უფროსად; 1993 წლიდან იყო შპს "მრეწვრკინიგზის" გენერალური დირექტორი; საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ხელმძღვანელობდა არაერთი მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის რთული ხელოვნური ფუნდამენტების მოწყობას; მათ შორის: თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტისა და ბიბლიოთეკის კორპუსების, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის, აბრეშუმკომბინატის, ფოთისა და მარნეულის წისქვილკომბინატების, სანატორიუმების (სოხუმსა და გაგრაში), საქართველოს წარმომადგენლობის სასტუმროს (მოსკოვში), სამხედრო მნიშვნელობის ობიექტების (სხვადასხვა ქალაქებში), ჩრდილოეთ კავკასიის ბუნებრივი აირის მაგისტრალის საკომპრესორო სადგურების, საცხოვრებელი სახლების, სკოლა-ინტერნატების და სხვა; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; არის 3 სამეცნიერო ნაშრომისა და 4 გამოგონების ავტორი; იყო ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მედალი "საბჭოთა კავშირის გამომგონებელი".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.617-618;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: