Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ შერვაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს; სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1981 წელს. 1972-1977წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1977-1985წწ. სოხუმის სახლმშენებელი კომბინატის უფროსად; 1985-1986წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1986-1988წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N3 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველი; 1988-1992წწ. საწარმოო გაერთიანება "აფხაზავტოგზის" უფროსი; 1992-1996წწ. დევნილობის პერიოდში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ტრანსპორტის მინისტრთა საბჭოს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საავტომობილო გზების მინისტრი; 1997-2007წწ. აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2007-2012წწ. აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2012 წლიდან ხელმძღვანელობს აფხაზეთის ა/რ ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტს; მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აშენდა საცხოვრებელი სახლები 400 000კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართობის რაოდენობით, სხვადასხვა დანიშნულების სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტები, ყოველწლიურად რემონტდებოდა და შენდებოდა 160-180 კმ საავტომობილო გზა; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი რეგიონის სამშენებლო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.618; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.252 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |