Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბერდო შეშელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანბა "მთავართბილმშენის" სისტემაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1970 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოს, მოგვიანებით კი - თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N6 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს; მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტრემმშენის" საპეცსანტექელექტრო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" ადმინისტრაციული შენობის, საცხოვრებელი სახლების (გლდანისა და მუხიანის მ/რაიონებში), სხვადასხვა სამკურნალო-დასასვენებელი ობიექტების მშენებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.618-619
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |