The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ შოთნიაშვილი

გრიგოლ შოთნიაშვილი
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1922  (102 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1960წწ. პროფესიული საქმიანობის საწყის ეტაპზე მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციაში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1960-1971წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1971-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მმართველად; 1973-1982წწ. ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1983-1989წწ. ცეკავშირის საწარმოო გაერთიანება "საქკოოპტექნიკის" დირექტორად; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ცეკავშირის, სამთამადნო მრეწველობისა და სამოქალაქო დანიშნულების არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობას; იყო სამამულო ომის მონაწილე (1941-1945); მიღებული აქვს საბრძოლო და სხვა სახის სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.620

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: