შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო შუკაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წკინდორი, ჭითურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1937 წელს. 1937 წელს მუშაობა დაიწყო ქ. ჭიათურაში სამშენებლო ტრესტ "საქმანგანუმშენის" სამშენებლო სამმართველოში ცენტრალურ გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1945-1955წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე გადაიყვანეს და სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სპეციალური სამმართველოს უფროსად; 1956 წლიდან საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე დაინიშნა; 1960 წლიდან გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სისტემაში და დედაქალაქის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას ხელმძღვანელობდა, როგორებიცაა თბილისის ფოლადთუჯსასხმელი ქარხანა, დიმიტროვის სახელობის 31-ე ქარხანა, ტრესტ "თბილგვირაბმშენის" სპეცსამუშაოების სამმართველოს რკინაბეტონის ქარხანა; ქვემო ქართლის რეგიონში (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი) არამადნეული მასალების საკარიერო მეურნეობის ობიექტების მშენებლობა და განვითარება; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.622 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |