Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ შუკაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. 1952-1957წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ხელოვნური ნაგებობების განყოფილების ინჟინრად; 1957-1963წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის უფროსად; ტექნიკური სამმართველოს უფროსად; 1963-1968წწ. იყო საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთავარი ინჟინერი, კოლეგიის წევრი; 1968-1977წწ. საქართველოს საავტომობილო გზების მინისტრის პირველი მოადგილე და კოლეგიის წევრი; ხელმძღვანელობდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საგზაო დანიშნულების ობიექტების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს საავტომობილო გზების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელებითა და სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.622-623 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |