შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუცა შოშიტაიშვილი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა ლენინგრადის კინოს ინჟინერთა ინსტიტუტში. 1960 წლიდან მუშაობს კინოში. დიდი გამოცდილება შესძინა მონტაჟის რეჟისორის - ვასილ დოლენკოს ასისტენტობამ რევაზ ჩხეიძის ფილმებზე. 1964 წლიდან მუშაობდა მონტაჟის რეჟისორად ფილმებზე: "გია თუ ზურა" (დ. ბათიაშვილი), "დარიალის ჩანახატები" (რ. ხოტივარი), "ხაბაზები" (ბ. რაჭველიშვილი), "ბზიანეთი" და "ეპისკოპოსი ნადირობაზე" (ლ. ელიავა), "უსასრულობა" (ლ. სიხარულიძე), "პალესტინის სიძველეთა საიდულოება" (გ. პატარაია), "ცეკვის ჯადოქარი" (კ. მახარაძე), "მეთხუთმეტე ზაფხული" და "ძველი ქართული საგალობლები" (ს. ჩხეიძე), "შემოდგომა ბებნისში" (რ. ჭიაურელი) და სხვ. არის მონტაჟისა და ხმის რეჟისორი ფილმებისა: "მღერის რუსთავი" (ს. ჩხეიძე), "სადღეგრძელო" (ი. კვირიკაძე), "კოლხური ბალადა" (გ. ხოჯავა), "ბავშვთა ნახატების გამოფენა" (გ. კანდელაკი). როგორც ხმის ოპერატორმა ჩაწერა: "თუში მეცხვარე" (ს. ჩხეიძე), "სოლო სალამურისთვის" (დ. გურინა), "ქალაქი ანარა" (ი. კვირიკაძე), "დილის ნისლივით", "მიზანი" (გ. ხოჯავა), "ბალთანოზავრი" (ლ. ჭყონია), "პანოპტიკუმი" (გ. ებრალიძე) და სხვ. ხმის ოპერატორი, მონტაჟის რეჟისორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 194
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |