The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ანწუხელიძე

გიორგი ანწუხელიძე
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1984
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სოფელ ქვემო ალვანის საშუალო სკოლა 1999 წელს.

2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტში. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის პირველ აგვისტომდე მსახურობდა II ბრიგადის 21-ე ბატალიონში. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. ერაყიდან დაბრუნების შემდეგ, ჯანრმთელობის გაუარესების გამო, სამხედრო სამსახურს თავი დაანება. 2008 წლის 17 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა და IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული. 2013 წლის 2 ნოემბერს "თუშების სადროშომ" გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.

წყარო: droni.geსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - თუში სახალხო გმირი
  • 2013 - საქართველოს ეროვნული გმირი (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2011 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"
  • 2009 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდგომ)

გააზიარე: