The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ჩაგუნავა

ვაჟა ჩაგუნავა
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2016  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1964 წელს.

1965-1967წწ. მუშაობდა საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს თბილისის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს საპროექტო ბიუროში პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1967 წლიდან საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მე-4 არქიტექტურული სახელოსნოს ჯგუფის ხელმძღვანელი იყო; 1995-2001წწ. პროექტის მთავარი არქიტექტორი; მისი ავტორობით შექმნილი და განხორციელებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა თამარ მეფის გამზირზე (1969), 132-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ნიკოლაძის ქუჩაზე (1972), 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ატენის ქუჩაზე, 132-ბინიანი საცხოვრებელი სახლი იყალთოს გორაზე, 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლი (არქიტექტორთა კავშირისთვის) ს. ჩიქოვანის ქუჩაზე; ასევე, ინდივიდუალური სააგარაკო ვილები: ნატახტარში, მცხეთაში, კოჯორში, წყნეთში, ბეთანიაში, მარტვილში, საგურამოში, ციხისძირში, კახეთში; მისი პროექტით ჩატარებულია აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდის საგამოფენო დარბაზის რეკონსტრუქცია; მონაწილეობდა არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში; ზეგლების აზომვითი სამუშაოების შესასრულებლად, როგორც მხატვარ-არქიტექტიორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.624

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი (1995-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1969-)
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი (1986-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)
  • საქართველოს პროფესიონალ მშენებელთა კავშირი, წევრი (1998-)

გააზიარე: