The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ცინცაძე

სერგო ცინცაძე
Date of birth:1900
Date of death:14 February, 1959  (at 59 years)
Burial location:გოჭოურას სასაფლაო, ქუთაისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ოზურგეთის მაზრა (ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1928 წელს.

მუშაობა დაიწყო ქუთაისის პირველ სამშობიარო სახლში; 1941 წლიწს 22 ივნისს გაიწვიეს ჯარში და ჩარიცხეს 55-ე მედიკურ-სანიტარულ ბატალიონში; იმავე წელს ჩავარდა ტყვედ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ დიდი ტოკმაკის მიდამოებში; ტყვედ ყოფნის დროს გერმანელებმა დანიშნეს ზაპოროჟიეს მესამე სამშობიარო სახლში მეან-გინეკოლოგად; სისტემატურად ეხმარებოდა ტყვეებს, მათ შორის, ქართველებს, რის გამოც მადლიერებით იხსენიებდნენ სამშობლოში დაბრუნებულნი; 1943 წელს გადაიყვანეს ქ. მელიტოპოლის საავადმყოფოში სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების უფროსად; 1944 წელს გათავისუფლებული იყო საბჭოთა ჯარების მიერ და სათანადო მკაცრი შემოწმების შემდეგ ჩარიცხეს მესამე ფრონტის ერთერთ ნაწილში; ფრონტის სამხედრო საბჭომ აღუდგინა საბჭოთა ოფიცრის ყველა უფლება და დანიშნა N4316 მოძრავი ქირურგიული საველე ჰოსპიტალის განყოფილების უფროსად; 1945 წლის ივნისში დააპატიმრეს სამშობლოს ღალატის მუხლით, მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის შრომა-გასწორების ბანაკში, 5 წლით სამოქალაქო უფლებების შეკვეცით, პირადი ქონების კონფისკაციით და სამედიცინო კაპიტნის წოდების ჩამორთმევით. ბრალდება არ უღიარებია; სასჯელს იხდიდა კრასნოიარსკის მხარეში; გათავისუფლდა 1954 წლის ამნისტიის საფუძველზე; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლში. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლომ 1998 წლის 7 მაისს, საქმე-N2/1333, სერგო კონსტანტინეს-ძე ცინცაძე სცნო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. მეან-გინეკოლოგი.

წყარო:  ...და რომ გახსოვდეს : 1921-1953 წ.წ. საბჭ. ხელისუფლების მიერ საქართველოში პოლიტიკური მოტივით რეპრესირებული სამედიცინო მუშაკები.-თბ.,2004.-გვ.278-279 


Share: