The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ლორთქიფანიძე

დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია "სუხიშვილები" 1974 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი 1980 წელს.

1974-1981წწ. იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიის ანსამბლ "რუსთავის" მოცეკვავე. 1981-1994წწ. დირექტორ-განმკარგულებელი; 2000-2002წწ. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 1994 წლიდან იყო შპს "იმედის" გენერალური დირექტორი; 2006 წლიდან "თეატრალური სარდაფის" გენერალური დირექტორი; მრავალი საიუბილეო საღამოს, შოუ-პროგრამის და ანსამბლ "რუსთავის" ტურნეების ორგანიზატორი. რეჟისორი, ოპერატორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.294

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: