Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქუტა ჩაფიჩაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს. 1942-1945წწ. მუშაობდა ბაღდათის რაისაავადმყოფოს მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" უბნის უფროსად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, რკინაბეტონის კომბინატის დირექტორად; ასევე მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" სამშენებლო სამმართველოების "მრეწვმშენისა" და "ბინმშენის" უფროსად; პროფესიული საქმიანობის შემდეგ პერიოდში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" N6 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის თბილისის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქალაქების - რუსთავისა და ჭიათურის მნიშვნელოვანი სამრეწველო, საბინაო და სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, ასევე ქ. თბილისის სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების მსხვილი კომპლექსების მშენებლობას; იყო საბჭოთა კავშირის შავი მეტალურგიის მრეწველობის სამინისტროს ობიექტების მშენებლობაში მიღებული წარმატებებისათვის მინიჭებული ჰქონდა "წარჩინებული მშენებლობის" წოდება (1954), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.627-628 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |