შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჩაჩანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1958წწ. მუშაობდა ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში ცვლის უფროსად, მექანიკოსად; 1958-1964წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" თბილისის სამონტაჟო სამმართველო "შახტამონტაჟის" უბნის მექანიკოსად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1984-1995წწ. უფროს ინჟინრად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; მონაწილეობდა და ხელმძრვანელობდა თბილისის ღვინის N3, კონიაკის, ხილის წვენების და კასპის რძის ქარხნების, თბილისის მაუდ-კამვოლის, პარფიუმერიისა და წყნეთის სამკერვალო ფაბრიკების, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ლაბორატორიის, კინოთეატრის, სკოლის და სხვა ობიექტების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, ქარხანა "ელექტროავტომატის", საცხოვრებელი სახლების (ვარაზისხევსა და ფალიაშვილზე), სკოლის (ხილიანის ქუჩაზე), საავადმყოფოს (ლენინგორში) მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოებს; დაჯილდოებული იყო "მეშახტის დიდების" I, II და III ხარისხის მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.628-629 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |