The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური ჩაჩუა

კუკური ჩაჩუა
ოფიციალური სახელი:ნესტორ ჩაჩუა
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2008  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1966-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მოსაპირკეთებელი მასალების კომბინატის დირექტორი; 1975-1985წწ. ტრესტ "მშენინდუსტრიის"მმართველი; 1985-1992წწ. მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "საქსაკოლმეურნმშენის" საშენი მასალებისა და კონსტრუქციების ტრესტის მმართველად; 1992 წელს დაინიშნა სამშენებლო გაერთიანება "საქსაკოლმეურნმშენის" თავმჯდომარედ; ხელმძრვანელობდა საქართველოს სახელმწიფო არქივის, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის, საცხოვრებელი მასივების, სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობას, ახალი ტიპის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ბუნებრივი და ხელოვნური ქვით მოპირკეთებული საკედლე პანელების შექმნას; თავის დროზე, ამ პანალებით აშენდა საქართველოს სახელმწიფო არქივის, სასტუმროების - "აჭარის", "ივერიის" და სხვა ობიექტების ფასადები; ასევე, რიგ სამრეწველო, საცხოვრებელ, კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტებზე სხვადასხვა ტიპის ნაკეთობების, ხოლო "საქსაკოლმეურნმშენის" სისტემის ქარხნებში, სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისთვის შემუშავებული კონსტრუქციების დანერგვას; იყო მრავალი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.630

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: