შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბულეთი![]()
ბიოგრაფიაკახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის I ნახევარში, აბულეთისძეთა საგვარეულოს ფუძემდებელი, დავით აღმაშენებლისა და დემეტრე I-ის სარდალი. 1110 წელს გიორგი ჭყონდიდელის დისწულ თევდორესა და ივანე ორბელთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს, რომელმაც თურქთაგან გაათავისუფლა სამშვილდე. 1124 წელს დავით აღმაშენებელმა აბულეთი და მისი ძე ივანე ანისის გამგებლად დანიშნა. უკანასკნელად იხსენიება 1130 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.I.-თბ.,1975.- გვ.45
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |