The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე

ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე
ოფიციალური სახელი:ეკატერინე მიქაძე
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1967  (57 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1991 წელს; ცოცხალ ენათა ინსტიტუტი, ტუნისის უნივერსიტეტი 1989 წელს; პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი 1995 წელს; ბერლინის აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევის ინსტიტუტი 1997 წელს; თანამედროვე არაბული სამყაროს ანალიზი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, პარიზი, საფრანგეთი 1995 წელს; ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ძირითადი კურსი, მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტი, ჟენევა  2004 წელს; გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მათ შორის პროექტების მონიტორინგისა და ევალუირების დარგში, ეუთოს/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლის დარგში 2019 წელს; გაზისა და ნავთობის პოლიტიკური ეკონომია, პარიზის პოლიტიკურ, მეცნიერებათა ინსტიტუტი, საფრანგეთი 2019 წელს;

1992-1995წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის აპარატის სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1997წწ. მსოფლიო კულტურათა სახლის პროექტ-მენეჯერი; 1998-1999წწ. საუდის არაბეთში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს; ბერლინის მეცნიერებათა კოლეგიის (2001), საფრანგეთის კვლევითი ცენტრის, ამანი-ბეირუთი (2001), 2002-2003წწ. გერმანული პოლიტიკური ფონდის კონსულტანტი; 2004-2007წწ. იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთის, ქუვეითსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებში;
2007-2009წწ. ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყსა და ლიბანის რესპუბლიკებში; 2009-2010წწ. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი მუშაბთა ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის საულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში; 2010-2012წწ. ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2012-2018წწ. ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. აქვს სამეცნიერო ხარისხის ნაშრომში "Islam en Georgie" (პარიზი, 1995). არის ავტორი ნაშრომებისა: "L Islam en Adjarie: trajectoire historique et implications contemporaines", CEMOTI, Paris, France (1999); "Origin and Preferences in the Foreigen Trade of Jordan with the EU" (in Arabic, 2000); "From Dubai with Love", in: Hana Jaber / France Metral (eD): Mondes en mouvements. Beirut/Amman: IFPO (2005). 2019 წლიდან არის ბონის მადიბა აკადემიის თანადამფუძნებელი, (გერმანია); ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის  მკვლევარი (აშშ) 2020 წელს; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.299; for.ge დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.111

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • GOLA (Gift of Life Amman), წევრი (2006-)
  • Rotary International (Amman), წევრი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - კატარის სახელმწიფოს ალ-ვაჯბას ორდენი
  • 2010 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2009 - ოქროს ფრთა (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის ჯილდო)

გააზიარე: