The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ჩემია

გურამ ჩემია
Legal name:გურგენ ჩემია
Date of birth:6 November, 1932
Date of death:1993  (at 60 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ფოთის ჰიდროსამელიორაციო ტექნიკუმი 1956 წელს; ოდესის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1961 წელს.

1961 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გუდაუთაში დისლოცირებულ საინჟინრო სამხედრო ნაწილში სამშენებლო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენში" სამშენებლო უბნის უფროსად; 1966-1967წწ. იმავე ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო; 1968-1971წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" სახარჯთაღრიცხვო და სახელშეკრულებო განყოფილების უფროსად; 1972 წელს დაინიშნა იმავე ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1975-1978წწ. მუშაობდა საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; კურირებდა ბზიფის ხორცკომბინატის კომპლექსის მშენებლობას; 1979-1982წწ. იყო ქ. გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული საპროექტო ბიუროს მთავარი ინჟინერი; 1982-1985წწ. მუშაობდა ქ. გაგრის მხატვრული გაფორმების კომბინატის დირექტორად; 1985-1992წწ. იყო ქ. გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული საპროექტო ბიუროს უფროსი; 1992 წლის ნოემბრიდან, აფხაზეთიდან დევნილობაში მყოფი, მუშაობდა უკრაინაში, ქ. ნიკოლაევის ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა გუდაუთის რაიონისა და ქ. გაგრის ზონის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, კულტ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, საკურორტი და სამრეწველო კომპლექსების მშენებლობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსის მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.632


Share: