The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაჩა მალაზონია

ბაჩა მალაზონია
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ტალინის სამხატვრო უნივერსიტეტი ფოტო-გრაფიკის სპეციალობით 1990 წელს.

მონაწილეობდა გამოფენებში: "Gastatates" (ვენა, 1998), გალერეა TMS (თბილისი, 1999). 1990 წლიდან არის ქართული ლარისა და პასპორტის დიზაინის თანაავტორი (ნ. მალაზონიასთან ერთად); ახალი ქართული პასპორტის დიზაინის ავტორი (2005). არის სარეკლამო-საგამომცემლო ფირმა "ბენეფისის" დამფუძნებელი (1990); 2002-2005წწ. საქართველოში შვედური კომპანიის პიარისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი. რუსთაველის თეატრის ექვსი სპექტაკლის სადიპლომო პლაკატისათვის, ("რიჩარდი", "მეფე ლირი", "სეჩუანელი კაცი", "ანა ფრანკი", "სამანიშვილის დედინაცვალი" და "კავკასიური ცარცის წრე") სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსთა საბჭომ დააჯილდოვა ვერცხლის მედლით (ლენინგრადი, 1990). არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული "ორასლარიანი" ბანკნოტის (ჯერ "ნ. ნიკოლაძის" შემდეგ, "ქ. ჩოლოყაშვილის") დიზაინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული (ნ. მალაზონიასთან ერთად). დიზაინერი-გრაფიკოსი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.300


გააზიარე: