შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ჩიაევი![]()
ბიოგრაფიადაბედების ადგილი: სოფელი არკინარეთი, ცხინვალის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტი სალიანდაგო ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1931 წელს. 1931-1942წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საგზაო სამშენებლო სამმართველო "გზამშენის" როკის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1942-1944წწ. იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1944-1957წწ. კვაისის მაღაროთა სამმართველოს მშენებლობის უფროსი, მაღაროთა სამმართველოს დირექტორი; 1957-1960წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ; 1960-1962წწ. იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1962-1965წწ. საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1972-1975წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი; 1975 წლიდან საქართველოს მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ხელმძღვანელობდა საშენი მასალების მრეწველობის არაერთი საწარმოს, სამხრეთ ოსეთის სამრეწველო ობიექტების, კვაისის მაღაროთა სამმართველოს გამამდიდრებელი ქარხნის, როკის საუღელტეხილო საავტომობილო გზის მშენებლობას; იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.632-633 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |