The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ჩიბალაშვილი

ნოდარ ჩიბალაშვილი
Date of birth:30 June, 1928  (96 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1961წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად; მონაწილეობდა "ლაჯანურჰესის", "ხრამჰეს-2", "ნამოხვანჰესის" და გარდაბნის სრესის დაპროექტებაში; 1961 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში სოფლის მეურნეობის კაპდაბანდებების განყოფილების უფროსად; მონაწილეობდა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის განვითარების გეგმის სოფლის მეურნეობის დარგის კაპმშენებლობის პროექტების შედგენაში და საკავშირო ორგანოებში დაცვაში; 1973 წელს დაინიშნა საქართველოს დამზადების მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა და აშენდა კაჭრეთისა და მარნეულის წისქვილკომბინატები, ოჩამჩირის კომბინირებული საკვების ქარხანა და დარგის სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები; დაჯილდოებულია სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით და რესპუბლიკის სამთავრობო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.633; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.129

Member of Organizations

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2009-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: