The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩიგოგიძე

გიორგი ჩიგოგიძე
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1993  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1940 წელს.

1941-1945წწ. იბრძოდა II მსოფლიო ომში, საბჭოთა არმიის რიგებში, იყო მფრინავი; 1945 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მშენებლობაზე, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1950 წელს სამუშაოდ გადადის ქ. თბილისში, სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კომუნარპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1955 წლიდან მიწვევით დაიწყო მუშაობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი ავტორობით შესრულებული პროექტებით აშენდა მრავალი ობიექტი ქუთაისში, ბორჯომში, თბილისში და სხვა ქალაქებში; იგი პიონერია მათემატიკური მეთოდებისა და ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების გამოყენების არქიტექტურულ პროექტებში; არის ავტორი ფუნდამენტური შრომების: "კიბის ოპტიმალური ფორმისა და გაბარიტების დადგენა", "მოდულური სისტემა მშენებლობაში და სამშენებლო აგურის ზომები", "არქიტექტურის არსის გაგებისათვის" და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.633-634

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: