The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჩიგოგიძე

გურამ ჩიგოგიძე
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს.

1966 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს გზათა სამეცნიერო-კვლევით სადგურში ლაბორანტად, ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1969 წლიდან იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საავტომობილო გზების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სექტორის უფროსი, განყოფილების უფროსი, დირექტორის მოადგილე; 1980 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს გზათა სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექსური ინსტიტუტის "საქგზამეცნიერების" გენერალური დირექტორის მოადგილედ - მთავარ ინჟინრად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.634

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო მეგზევე
  • ღირსების მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: