შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუკრი მანჯგალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-2005წწ. მუშაობდა აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1986-1987წწ. მუშაობდა მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ექიმი გინეკოლოგი; 1987-2005წწ. აკადემიკოს ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი, წამყვანი მეცნიერ მუშაკი; 2005-2008წწ. იყო შპს "შალვა ქორიძის სახელობის თბილისის N4 სამშობიარო სახლის" გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან გენერალური დირექტორი შპს "დავით გაგუას კლინიკში", სამეანო სექტორის ხელმძღვანელი. არის 38 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან-გინეკოლოგი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კომპლექსური მკურნალობა ნეიროპათიისა შერწყმულის ჰიპერტონულ დაავადებასთან ლაზერპუნქტურის გამოყენებით", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.308. ქართული სამედიცინო პორტალი: vidal.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |