The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარიელ ჩიგოგიძე

ტარიელ ჩიგოგიძე
Date of birth:18 July, 1937
Date of death:18 September, 2021  (at 84 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს.

მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორად; 1962 წლიდან მუშაობდა საცხოვრებლის ექსპერიმენტული პროექტირების მოსკოვის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის უფროს არქიტექტორად და ხელმძღვანელობდა სამეცნიერო თემას "ქ. თბილისის ძველი რაიონების რეკონსტრუქციის საკითხები"; 1966 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სამხატვრო აკადემიაში ასისტენტად; 1978 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ინტურისტსპეცრემმშენის" მთავარ არქიტექტორად, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს მუზეუმებისა და გამოფენების ორგანიზაციების მთავარ სპეციალისტად; 1996 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კახეთის სამეცნიერო ცენტრის უფროსის მოადგილე - მთავარი არქიტექტორი; მისი ავტორობითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებულია მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: 55-ბინიანი ექსპერიმენტული საცხოვრებელი სახლი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის ქ. თბილისში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კორპუსი, ახალი საუნივერსიტეტო კომპლექსი, ქ. შუშენსკოეს მემორიალი, ქ. პენზის საათების ქარხნის კულტურის სახლი, სასტუმრო "ინტურისტის" რესტორანი "რუსული ზღაპარი" ქ. მოსკოვში. მოტელ "მოჟაისკის" ინტერიერი და ექსტერიერი ქ. მოსკოვში; სახლ-მუზეუმები: ილია ჭავჭავაძის ქ. თბილისში და საგურამოში, მიხეილ ხერგიანის დ. მესტიაში, მელიქ-ფაშაევის დ. შაუმიანში; არის მონაწილე საერთაშორისო გამოფენების ქალაქებში - მოსკოვში, პარიზში, იზმირში, მონრეალში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.634

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1971-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1974-)

Awards and Honors

  • არქიტექტურის რაინდის წოდება
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: