The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ჩიკვაიძე

დაბადების თარიღი:1944  (81 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1967 წელს.

მუშაობდა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს სამთო-გეოლოგიური საძიებო სამუშაოების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ავჭალის საშენ მასალათა კომბინატის დირექტორად, სახელმწიფო გაერთიანება "საქსაშენიმასალების" საწარმოთა მუშაობის სტაბილიზაციისა და ოპერატიული დახმარების სამმართველოს უფროსად, ლილოს საშენ მასალათა კომბინატის დირექტორად, სააქციო საზოგადოება "იზოლის" დირექტორად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.635; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.162

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: