შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჩიკვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თავასა, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1957წწ. მუშაობდა ქ. გორკში, სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1957-1992წწ. საქართველოს მშენებლობის, კვების მრეწველობის, სასოფლო მშენებლობის სამინისტროების სისტემაში - უბნის, სამმართველოს უფროსად, მშენებარე დირექციის გენერალურ დირექტორად, ტრესტის მმართველად; 1992 წლიდან სს "სამრეწველო უზრუნველყოფის" გენერალური დირექტორის მოადგილეა; ხელმძრვანელობდა მრავალი სამრეწველო-სამოქალაქო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტის, მათ შორის, ქ. გორკის თბოელექტროსადგურის, ზესტაფონის ღვინისა და პურის ქარხნების, ქირურგიისა და მორფოლოგიის ინსტიტუტების კომპლექსების, ზოოლოგიისა და ბოტანიკის ინსტიტუტების, ქარხანა "აგრეგატის", ტრიკოტაჟის კომბინატის (თბილისში), 500-ადგილიანი საავადმყოფოს (საგარეჯოში) მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.636-637
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |