Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ჩიკვილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თავასა, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1957წწ. მუშაობდა ქ. გორკში, სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1957-1992წწ. საქართველოს მშენებლობის, კვების მრეწველობის, სასოფლო მშენებლობის სამინისტროების სისტემაში - უბნის, სამმართველოს უფროსად, მშენებარე დირექციის გენერალურ დირექტორად, ტრესტის მმართველად; 1992 წლიდან სს "სამრეწველო უზრუნველყოფის" გენერალური დირექტორის მოადგილეა; ხელმძრვანელობდა მრავალი სამრეწველო-სამოქალაქო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტის, მათ შორის, ქ. გორკის თბოელექტროსადგურის, ზესტაფონის ღვინისა და პურის ქარხნების, ქირურგიისა და მორფოლოგიის ინსტიტუტების კომპლექსების, ზოოლოგიისა და ბოტანიკის ინსტიტუტების, ქარხანა "აგრეგატის", ტრიკოტაჟის კომბინატის (თბილისში), 500-ადგილიანი საავადმყოფოს (საგარეჯოში) მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.636-637
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |