The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჩიტაიშვილი

ზურაბ ჩიტაიშვილი
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1937
გარდაცვ. თარიღი:2013  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1970წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად, განყოფილების უფროსად; 1970-1971წწ. კოდის მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1972-1975წწ. სამშენებლო ტრესტ "საქორგტექსოფლმშენის" მმართველად; საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" დირექტორად; ხელმძღვანელობდა მთელი რიგი საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი შენობების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მსხვილი კომპლექსების, ს/კ ინსტიტუტების, ახალი სოფლების მშენებლობის პროექტებს; გაგრის მერძევეობის კომპლექსის პროექტირება-მშენებლობისთვის მიენიჭა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია; იყო საკავშირო დათვალიერება-კონკურსების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.638; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.160

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: