Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტუგული ჩიქვინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1983წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში საპროექტო ჯგუფის ინჟინრად, N5 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1983-1993წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს გორის N3 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1993 წლიდან სს "საწარმოო უზრუნველყოფის" გენერალური დირექტორია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შიდა ქართლსა და ქ. თბილისში აშენდა სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოციალურ-კულტურული დანიშნულების მრავალი ობიექტი, მათ შორის - თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, მირიანის მეფრინველეობის უმსხვილესი კომპლექსი, სოფელ საქადაგიანოში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლები და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.639 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |