The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჩიქოვანი

არჩილ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს;  ასპირანტურა1970 წელ;ს.

1969 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დღეს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამშენებლო ფაკულტეტზე; გაიარა სამეცნიერო-პედაგოგიური ზრდის ყველა საფეხური სწავლების ოსტატობიდან სრულ პროფესორობამდე; 1996-2002წწ. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში: "კავუნიტექსში" ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 2002-2008წწ. "ცენტრ პოინტში" ბეტონის ქარხნის ტექნოლოგად; 2008 წლიდან "კაპიტელ ინვესტში" სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ტესტირების ლაბორატორიის გამგედ; იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მრჩეველი; 2009 წლიდან აქტიურად იყო ჩართული საპროექტო სამუშაოთა ექსპერტიზაში, შენობა-ნაგებობათა მდგრადობის დადგენის კვლევაში, საშენი მასალების ხარისხის კონტროლსა და სხვა საველე-საექსპლუატაციო სამუშაოებში; ამჟამად იკავებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის N103 დეპარტამენტის (მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის და სამშენებლო მასალების) უფროსის თანამდებობას. არის 150 სამეცნიერო ტექნიკური პუბლიკაციის და 10 სახელმძღვანელოს ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.639-640

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: