Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ჩიქოვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს სისტემაში; 1963 წლიდან იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის უფროსი; 1964-1977წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციის დირექტორი; 1979-1982წწ. ხელმძღვანელობდა მშენებარე ობიექტების N1 დირექციას; 1982-1985წწ, - N5 საგზაო-საექსპლუატაციო უბანს; 1985-1990წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაშის ხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზეა; მისი ხელმძღვანელობით შედგენილია საქართველოს საავტომობილო გზების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის მრავალი პროექტი. მიღებული აქვს მედალი "თავდადებული შრომისათვის" (1971). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.640 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |