The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჩიჩუა

დავით ჩიჩუა
Date of birth:7 June, 1942  (82 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1964 წელს.

1965 წლიდან მუშაობდა ჯერ საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად; 1967-1970წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" უფროს არქიტექტორად; ამ პერიოდში იყო რამდენიმე ინდივიდუალური და ტიპური პროექტის ავტორი; მათ შორის აღსანიშნავია სპორტული კომპლექსი სამარყანდში და საქართველოს წიგნის პალატა თბილისში; 1970 წლიდან მოსკოვის ცენტრალურ სასწავლო ნაგებობათა დაპროექტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა; 1975 წლიდან მუშაობდა ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" უფროს მეცნიერ-მუშაკად; მონაწილეობდა რაიონული დაგეგმარების სოფლის ინდივიდუალური სახლების დაპროექტებაში; 1978 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, ჯერ დოცენტის, შემდეგ სრული პროფესორის თანამდებობაზე; 1995-2004წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურული კონსტრუქციების კათედრის გამგე; არის 44 არქიტექტურული პროექტის ავტორი, რომელთაგანა 26 განხორციელებულია, მათ შორის 8 ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში; არის 21 სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის თანაავტორი და მეთოდური მითითების ავტორი; მონაწილეობდა 2 საერთაშორისო და 4 ადგილობრივ კონფერენციაში.

სადისერტაციო თემა - "გამსხვილებული სასკოლო კომპლექსების ქალაქგეგმარებითი სტრუქტურის საკითხები", დაიცვა 1977 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.641

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1968-)

Share: