The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ჩიჩუა

დიმიტრი ჩიჩუა
დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1949
გარდაცვ. თარიღი:1997  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტმშენში" ინჟინრად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1985 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოს; 1987 წლიდან N2 სამშენებლო ტრესტს; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა დ. მიუსერაში სსრკ სამთავრობო აგარაკის, ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის ცენტრის, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს, თბილისის N1 საშუალო სკოლისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და ჯანდაცვითი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.641-42; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.280

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი

გააზიარე: