The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ჩიხლაძე

ვაჟა ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:2015  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს; სწავლობდა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1965 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი; 1972 წლიდან დოცენტი; 1984 წლიდან პროფესორი; 1986-1989წწ. - ამავე ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანი; 1990-2004წწ. - თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრის გამგე; მონაწილეობდა გაეროს და თაცის-ის საერთაშორისო პროექტების დამუშავებაში; გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორისაა ორი სახელმძღვანელო და ექვსი გამოგონება. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია რამდენიმე სამაგისტრო და საკანდიდატო დისერტაცია. 2006 წლიდან მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში პროექტირების მთავარ სპეციალისტად; მისი ხელმძღვანელობით შესრულდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, გრიბოედოვის სახელობის თეატრის, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გათბობის ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების პროექტები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.642-643; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.385-386

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: