The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჩიხლაძე

ზურაბ ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1974 წელს.

მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული წყალ-სამეურნეო ობიექტების სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო ტრესტ "მტკვარწყალმშენში" - მთავარ ინჟინრად, N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; სამშენებლო სამმართველო "ქართლწყალმშენის" უფროსია; მონაწილეობდა "თეზი-ოკამისა" და ხაშურის სარწყავი სისტემების, მადოხარის წვერის მექანიკური მორწყვის სისტემისა და სხვა ობიექტების მშენებლობებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.643


გააზიარე: