The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალეკო დოლბაია

ალეკო დოლბაია
Legal name:ალექსანდრე დოლბაია
Date of birth:12 March, 1962  (63 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადებისადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ნახევრადგამტარებისა და დიელექტრიკების ფიზიკის სპეციალობით 1984 წელს.

1981–1984 წ წ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ფიზიკის ფაკულტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორი; 1984– 986 წწ. მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მყარი სხეულების ფიზიკის კათედრაზე ლაბორანტად; 1986–1999 წწ. იყო თსუ ფიზიკის ფაკულტეტის ნეხევრადგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 1995-2005 წწ. ხელმძღვანელობდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სახაზინო საწარმო "კომპიუტერულ სტამბას". 2005–2012 წწ. იყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი იტალიური კომპანიის "Indesit Company International B.V."-ს კონტრაქტორი საქართველოში, ხოლო 2013–2017 წწ. საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის დისტრიბუტორი კომპანიის (შ.პ.ს. "ჯულაი") დირექტორი; 2017 წლიდან არის კომპანია "ფრესკოს" თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ტრენინგ ცენტრის "ფრესკოს აკადემია" ხელმძღვანელი. სამეცნიერო ჟურნალებსა და საკონფერენციო მასალებში გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი ნახევრადგამტართა ფიზიკის მიმართულებით. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (dspace.nplg.gov.ge) ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" განთავსებულია მისი წიგნი: "დიდ ქალაქში. ვიცხოვროთ მოწესრიგებულ, კულტურულ გარემოში" (2018).

Member of Organizations

  • ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ ფიზიკის ფაკულტეტთან არსებული სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო, თავმჯდომარე (1984-1994)
  • ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ ფიზიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1988-1994)
  • ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭო, ხელმძღვანელი (2005-)

Bibliography

  • დიდ ქალაქში : ვიცხოვროთ მოწესრიგებულ კულტურულ გარემოში (Author). - თბილისი, ი/მ გოჩა დალაქიშვილი, 2018. - 90გვ.. - ISBN: 978-9941-8-0606-3

Share: