The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ჩოგოვაძე

ანზორ ჩოგოვაძე
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საწარმოთა მშენებლობისა 1961 წელს და სამშენებლო საინჟინრო ეკონომიკის სპეციალობით 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1978 წელს.

1961-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სისტემაში; გაიარა თითქმის ყველა თანამდებობრივი საფეხური მშენებელი ოსტატობიდან ტრესტის მმართველის მოადგილეობამდე; 1981-1992წწ. იყო სსრკ გაზის მრეწველობის სამინისტროს გაერთიანება "საქბურღგეოთერმიის" უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1992-2007წწ. შპს უნივერსიტეტ "საქართველოს" პრორექტორი მშენებლობის დარგში; 2007-2011წწ. სამშენებლო ფირმების შპს "თბილისი-16"-ისა და შპს "ბი-ქეი გრუპის" დირექტორი; 2011 წლიდან არის ჰოლდინგ "საქართველოს" დირექტორი მშენებლობის დარგში; 1976-1992წწ. ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მშენებლობის ორგანიზაციისა და ეკონომიკის კათედრაზე; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე თბილისში, ჭიათურაში, ტყიბულში, ტყვარჩელში, ბოლნისსა თუ საქართველოს სხვა რეგიონებში, მონაწილეობდა და ხელმზღვანელობდა რიგი სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობას; არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მედლების კავალერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.644


გააზიარე: