შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბრაამ საპირი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1971 წელს. 1972 წლიდან ცხოვრობს ისრაელში, სადაც ებმევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქ. აშდოდში აყალიბებს ისრაელში პირველ საქართველოდან ამოსულ ოლეთა კომიტეტს; 1973 წელს სათავეში უდგება აშდოდის პორტის ქართველ ებრაელ მუშების შიმშილობით გაფიცვას, რომელიც გაფიცულთა სრული გამარჯვებით დამთავრდა; 1973 წლის ქიფურის ომის მონაწილე, სადაც იგი მოხალისეთ მიდის 18 ახლად ამოსულ ქართველ ებრაელთან ერთად; ის ისრაელის ისტორიაში პირველი ოლეა მთელი საბჭოთა კავშირიდან, ვინც ისრაელში ამოსვლიდან სულ რაღაც წლინახევრის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურაში აირჩიეს საყოველთაო არჩევნების საფუძველზე - ქ. აშდოდის საქალაქო მუნიციპალიტეტის დეპუტატად; 1993 წლიდან ქ. ბათ-იამის მერის მოადგილე. გაზეთის "ალია საქართველოდან" დამაარსებელი ისრაელსა და საქართველოში, მისი უცვლელი გამომცემელი და მთავარი რედაქტორი (ისრაელში) 45 წლის მანძილზე; აკეთებდა პოლიტიკურ მიმოხილვებს იარაელის რადიო "კოლ-ისრაელის" ქართულენოვან გადაცემებში; შეყვანილია ორგანიზაცია "კერენ კაიმეთის" ოქროს წიგნში (1999) ებრაელი ერის ყველაზე გამოჩენილ და დამსახურებულ პირთა გვერდით. ავტორია წიგნებისა: "პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი" (2000), "კულაში - ნანახი, განცდილი, გაგონილი" (2000), "საქართველო დამოუკიდებლობის მიღებიდან 27 წლის შემდეგ" (2017); გამოქვეყნებული აქვს ასობით პუბლიცისტური შრომა, სტატია, რეპორტაჟი. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: აბრაამ საპირის პირადი გვერდი: abraamsapir.com; აბრაამ საპირის შემოქმედება (ახალი ვარიანტი) : abraamsapiri.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |