შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ჩოგოვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის 1959 წელს. 1959-1960წწ. მუშაობდა "ხრამჰეს-2"-ის მშენებლობაზე, ცვლის ინჟინრად და ლაბორატორიის გამგედ; 1960-1962წწ. თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ინჟინრად; 1962-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ ასპირანტი, შემდეგ უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1968-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენის" სისტემაში სამმართველოს უფროსად; 1972-1985წწ. მუშაობდა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდრონაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1985 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრაზე (ამჟამად მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტი); პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში მუშაობდა დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე; 1991 წლიდან იყო კათედრის გამგე; 1988-1991წწ. შეთავსებით ეკავა სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობა; 2012 წლიდან იყო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო სტატია, 6 სახელმღვანელო; აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების მუშაობაში; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2000) წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.645-646 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |