შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დევი ჩოფიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სტეფანწმინდა, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1953 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს ქალაქგეგმარებისა და ტერიტორიული დაგეგმარების საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1965-1976წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში", 1982-1988წწ. უკავშირდება საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "საქკურორტპროექტს"; მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი და თანაავტორი იყო, მათ შორის: პირველი ექსპერიმენტული ტიპური საცხოვრებელი სახლის ვაკეში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსის (მაღლივი სასწავლო სალექციო კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა წიგნსაცავით 5 მილიონ წიგნზე) და სტუდენტთა საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლის, სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტის" ადმინისტრაციული შენობის ი. ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტული კომპლექსის "შრომითი რეზერვები" ნაძალადევის რაიონში, სპორტის ზამთრის სახეობათა სასახლის, 500-ადგილიანი ფართოეკრანიანი კინოთეატრის თბილისში, შრომის სასახლის ვაკეში, სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრის ახტალაში, სანატორიუმების ქობულეთში, სოჭში, ბიჭვინთაში და სხვა; მისი შემოქმედებითი საქმიანობა არაერთი საკავშირო და რესპუბლიკური მნიშვნელობის ჯილდოთია აღნიშნული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.647 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |