შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედუარდ ჩუბინიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოდესა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N1 სპეციალურ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ინჟინრად; 1965 წლიდან ამავე ტრესტის N9 სპეციალურ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს საგეგმო-ტექნიკური განყოფილების უფროსი იყო, შემდეგ მთავარი ინჟინერი და სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1974 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად; 1978 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" თბილისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში "თბილფოლადკონსტრუქცია", საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ მთავარ ინჟინრად; 1996 წლიდან არჩეულ იქნა სს "თბილფოლადკონსტრუქციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად; მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შესრულებულია სპეციალური სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები მნიშვნელოვან ობიექტებზე, როგორებიცაა: თბილისის ქარხანა "ელექტროაპარატი", საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მაღლივი კორპუსი, ქარხანა "მიონი", ქარხანა "ცენტროლიტი" ავჭალაში, "სატრაქტორო" ქარხანა ქუთაისში, კასპის ცემენტის ქარხნის რეკონსტრუქცია, ქ. რუსთავის კაპროლაქტამის საწარმო, აგლოფაბრიკის რეკონსტრუქცია და მრავალი სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.648
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |