შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე ჩარკვიანი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1969 წელს; მოსკოვის სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლისი კურსები 1972 წელს. 1961 წლიდან მუშაობს კიოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1961-1968წწ. იყო სასცენარო განყოფილების რედაქტორი, 1968-1969წწ. სადუბლიაჟო განყოფილების უფროსი. თამაზ მამულაშვილთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისათვის "ტარიელ გოლუა" (ლეო ქიაჩელის რომანის მიხედვით / ლ. ხოტივარი, 1968). თავისივე სცენარებით გადაიღო ფილმები: "ლია, პაპა და პატარა მედოლე" (მ/მ, 1973), "უცხო ფრინველი" (1975), "ივანიკა და სიმონიკა" (1975), "როცა დედები შინ არ არიან"(ნოველა ამავე სახელწოდების ალმანახში, 1977), "კარიერი" (1979), "ზოგი ჭირი მარგებელია" (1987), "ჭა" (მ/მ, 1988), "ჩემო ძვირფასო, საყვარელო ბაბუ" (1988). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 196; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: www.geocinema.ge; 1tv.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |