The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა მარსაგიშვილი

ვაჟა მარსაგიშვილი
Legal name:ცეზარ მარსაგიშვილი
Date of birth:29 February, 1944  (81 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1972წწ. მუშაობდა დაღესტნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ-ქირურგად; 1975-1978წწ. თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორად; 1979-2002წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლად, ორთოპედიის განყოფილების გამგედ. 2002 წლიდან იყო ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ორთოპედიული განყოფილების უფროსი ექიმი. 2007 წლიდან ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" ექიმი-ორთოპედი. გამოქვეყნებული აქვს 46 სამეცნიერო ნაშრომი და 3 მონოგრაფია, არის 3 გამოგონების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კიდურების ოპერაციული დაგრძელება დისტრაქციული მეთოდით", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.310; კლინიკა "კარაპ მედლაინის" პორტალი: carapsmedline.gemedportal.ge


Share: