შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი და მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკურ ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტთა და ხელმძღვანელ მუშაკთა კურსები. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" ინჟინერ-კონსტრუქტორად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო საქმის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, ექსპერიმენტული დაპროექტების განყოფილების უფროს ინჟინრად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, საქართველოს რესპუბლიკური სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარკოლმშენის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სამშენებლო გაერთიანება "საქაგრომშენის" თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო კონცერნ "საქსოფლმშენის" ვიცე-პრეზიდენტი, გაერთიანება "ინტერდიზაინმშენის" გენერალური დირექტორი; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა: თბილისში ვაკის პარკის საცურაო აუზი, ქართული ენციკლოპედიისსამეცნიერო რედაქციის შენობა, საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე; ახალგაზრდული ქალაქი "ბორის ძნელაძე" (შავნაბადაზე), ახალი სოფლები და დასახლებები მაღალმთიანი რეგიონებიდან გადმოსახლებულთათვის (ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის რაიონებში), ილიას მემორიალი (ყვარელში), კულტურულ-ზოგადსაგანმანათლებლო და საწარმოო დანიშნულების შენობები, სამშენებლო საწარმოები, პემზის კარიერები, რკინაბეტონის პოლიგონები, განაშენიანდა დაბა წყნეთის სააგარაკო ზონა, ჩატარდა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაგებობების აღდგენითი სამუშაოები (საჩხერის რაიონში) და ა.შ.; იყო 6 სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების, 2 რაციონალური წინადადების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.649 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |