Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ჩუბინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მარტოთუბანი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი 1930 წელს. 1924-1925წწ. მუშაობდა "ზაჰესის" მშენებლობაზე ოსტატად და უფროს ტექნიკოსად; 1930-1940წწ. "რიონჰესის" საძიებო პარტიაში ტექნიკოსად, რიონჰესის მშენებლობის ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, "ხრამჰეს-1"-ის მშენებლობაზე ხელმძღვანელობდა სამუშაოთა ორგანიზაციის დაგეგმარების ჯგუფს, საგზაო მშენებლობის სამმართველოს, ჰესის სათავე ნაგებობის კვანძის მშენებლობასა და საგეგმო-საწარმოო განყოფილებას; 1940-1944წწ. იყო "სოხუმჰესის" მშენებლობისა და ზესტაფონის რაიონის შროშის (ძირულის) ცეცხლგამძლე ნაკეთობათა ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1944-1955წწ. მუშაობდა სიონის წყალსაცავის მშენებლობაზე, სამგორისა და გუმბათის ჰესების მშენებლობების მთავარ ინჟინრად; 1955-1974წწ. სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველის მოადგილედ; მონაწილეობდა საქართველოს ყველა ძირითადი ენერგოობიექტის მშენებლობაში; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.649-50 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |