შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩუბინიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით ჰიდრომშენებელი 1963 წელს. 1963-1968წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" ენგურის ჰიდროელექტროსადგურის დაპროექტების უფროს ინჟინრად; 1968-1976წწ. - საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტში" ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1976-1977წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1977-1980წწ. - სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში: სამშენებლო სამმართველო "ინჟმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსად და მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1980-1984წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, მშენებლობის განყოფილების გამგის მოადგილე; 1984-1987წწ. - საქართველოს კომპარტიის გორის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, თბილისის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე. წლების განმავლობაში კურირებდა "ენგურჰესის", "ჟინვალჰესის", "ვარციხჰესების", "თბილსრესის" და სხვა ენერგოობიექტების მშენებლობას. 1987 წელს იყო ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1988 წლიდან გარდაცვალებამდე - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის თავმჯდომარის მოადგილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.651; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.391
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |