შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჩიგოგიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. სკოლაში სწავლის პერიოდში იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის (დღევანდლი მოსწავლე-ახალგაზრდოვბის სასახლე) სტუდია "პიონერფილმის" წევრი. 1975 წლიდან ამავე სტუდიის ხელმძღვანელია. თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასთან როგორც რეჟისორი, ოპერატორი და ჟურნალისტი. ხელმძღვანელობდა კინოგადაცემას "რამპა". მუშაობს ნორჩ კინომოყვარულებთან. 1979 წელს დააფუძნა კინომომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი "თბილისური აისი". ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ "ოქროს ფრთის" ლაურეატი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 196; sputnik-georgia.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.337 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |