Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ჩხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად; 1961-1970წწ. საკავშირო გაერთიანება "რეკლამის", "საქმთავარრეკლამის" თერჯოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, დასავლეთ საქართველოს სარეკლამო სახელოსნოს დირექტორად; 1970-1975წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარკოოპმშენის" განყოფილების გამგე, კოლეგიის წევრი; 1975-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N11 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1981-1983წწ. სამშენებლო ტრესტ "საქმთავარწყალმშენის" მმართველის მოადგილედ; 1983-1992წწ. საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს ტრესტ "სპეცრემმშენის" მმართველად; 1992 წლიდან იყო სპეციალიზებული სამშენებლო-სამრეწველო გაერთიანება "სპეცმშენმრეწვმონტაჟის" მმართველი; ხელმძღვანელობდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეცხოველეობის კომპლექსების, კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების, მათ შორის შამპანურის კომბინატის, ჩაის ფაბრიკისა და წყალსადენის (თერჯოლაში), კაჭრეთის ელევატორის, გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკის, "დინამოს" სტადიონის პრესდარბაზის, რესტორან "მოსკოვის", ავეჯის სახლის, აეროპორტის რესტორან-კაფეს (თბილისში), რესტორნების - "მედეა", "აეროპორტი", სავაჭრო ცენტრ "უნივერსამის" (ბათუმში), გამოთვლითი ცენტრისა და ახალგაზრდული კომპლექსის (მოსკოვში) მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემას; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.653-654 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |