შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ჩხეტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1961წწ. მუშაობდა ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის სამმართველოში მთავარ ინჟინრად, საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტსა" და "საქკომუნპროექტში" - არქიტექტორად; 1961-1968წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელად, კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1968-1971წწ. იყო საქართველოს მინისრტთა საბჭოს საქმეთა მმართველობის უფროსი რეფერენტი, მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1971-1974წწ. საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1974-1979წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" დირექტორი; 1979-1991წწ. საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; 1992 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების განყოფილების გამგედ; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.656 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |