The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჩხიკვაძე

ოთარ ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1935  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1964წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1972წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ინჟინერ-ტექზედამხედველად; 1972-1995წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის განყოფილების უფროსი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1995 წლიდან შპს "ხილიანის" მშენებელი ინჟინერია; მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და სასოფლო მშენებლობის სამინისტროების ობიექტების - სკოლების, საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი სახლების, ინდუსტრიული სიმძლავრეების დაპროექტება-მშენებლობაში; დაჯილდოებულია საუწყებო სიგელებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.656


გააზიარე: